მიხეილ მაჭავარიანი:  ზურაბ ხარატიშვილს ჯერ არჩევნები უნდა ჩაეტარებინა და მერე წასულიყო

მიხეილ მაჭავარიანი: ზურაბ ხარატიშვილს ჯერ არჩევნები უნდა ჩაეტარებინა და მერე წასულიყო

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ მაჭავარიანის აზრით, ზურაბ ხარატიშვილს ჯერ არჩევნები უნდა ჩაეტარებინა და დაკავებული თანამდებობიდან ამის შემდეგ გადამდგარიყო.

ამასთან, როგორც მაჭავარიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ყოველგვარი ინსინუაცია იმის თაობაზე, თითქოს ხარატიშვილი "ნაციონალური მოძრაობის კაცია და მისი გადაწყვეტილება ამას უკავშირდება, არასწორია.

"პირადად მეც ვიზიარებ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ზურაბ ხარატიშვილს ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩაეტარებინა და ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტიდან ამის შემდეგ წასულიყო", – აცხადებს მაჭავარიანი.

მისივე თქმით, ხარატიშვილის გადაწყვეტილების მიზეზები, მისთვის უცნობია.

ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პარლამენტს განცხადებით დღეს მიმართა.