ბიძინა ივანიშვილი:   ხარატიშვილიც წავიდეს და სხვებიც გაყვნენ ვისაც სურვილი აქვს

ბიძინა ივანიშვილი: ხარატიშვილიც წავიდეს და სხვებიც გაყვნენ ვისაც სურვილი აქვს

ხარატიშვილიც წავიდეს და სხვებიც გაყვნენ ვისაც სურვილი აქვს, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობიდან ზურაბ ხარატიშვილის გადადგომას. 

როგორც ნოქალაქევში ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, ხარატიშვილი ცუდ, არასასურველ დროს წავიდა და გასაგებია ყველასთვის, რომ პოლიტიკურად კიდევ ერთი პატარა ინტრიგა ჩააგდეს, თუმცა მაგათ აღარავითარი თამაში აღარ აქვთ.

"წავიდა და წავიდეს, მაგათი გუნდის წევრია, რაღაც ინტრიგა ააგორეს კიდევ, მაგრამ ვერაფერს ვეღარ იზამენ, არაფერი აღარ მოხდება. ხარატიშვილიც წავიდეს და სხვებიც გაყვნენ ვისაც სურვილი აქვს. სამი თვის წინ შევხვდი, მეორედ შევხვდი, ყველაფერი თითქოს დარეგულირებული იყო, ნუ, გასაგებია. არაფერიც არ მოხდება, საქართველოს ვეღარავინ ააღელვებს და ააყირავებს. ყველაფერი იქნება დაგეგმილად და გეგმაზომიერად განვითარდება. გიორგი მარგველაშვილიც მოვა და მერე ნახეთ, როგორი სტაბილური გახდება ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ივანიშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პარლამენტს განცხადებით დღეს მიმართა.