გიორგი მარგველაშვილი ცოტნეობის დღესთან დაკავშირებულ წირვას დაესწრო

გიორგი მარგველაშვილი ცოტნეობის დღესთან დაკავშირებულ წირვას დაესწრო

"ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ხობის რაიონის სოფელ მოჯიხევში ცოტნეობის დღესთან დაკავშირებულ წირვას დაესწრო. 

სადღესასწაულო წირვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა მოჯიხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღავლინა. სადღესასწაულო ღონისძიებები ხობის ცენტრში გაგრძელდება.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მოსახლეობას დღევანდელი დღესასწაული მიულოცა.