საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო უწყებებში გაცილებით მეტი ადამიანი მიიღეს, ვიდრე გაათავისუფლეს

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო უწყებებში გაცილებით მეტი ადამიანი მიიღეს, ვიდრე გაათავისუფლეს

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჯარო უწყებებში გაცილებით მეტი ადამიანი მიიღეს, ვიდრე გაათავისუფლეს და აქედან კონკურსით მხოლოდ 4% დაინიშნა. ამის შესახებ ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში , რომელიც 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე პერიოდს მოიცავს. 

ანგარიშის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან და მისდამი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან სულ 897 ადამიანი გათავისუფლდა, მათგან 302-მა საკუთარი ინიციატივით დატოვა თანამდებობა. ამავე პერიოდში კი შს სამინისტროში 1012 ახალი თანამშრომელი აიყვანეს.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში" აცხადებენ, სამინისტროს არ მიუწოდებია მათთვის ინფორმაცია, რა სტატუსით არიან ახალი თანამშრომლები დანიშნული.

ამავე პერიოდში, ფინანსთა სამინისტროდან და მისდამი დაქვემდებარებული უწყებებიდან სულ 278 ადამიანი გათავისუფლდა, მათგან 241 საკუთარი განცხადებების საფუძველზე. რაც შეეხება სამსახურში მიღებას, იმავე პერიოდში 536 ადამიანი დაინიშნა, მათგან მხოლოდ 2 კონკურსის წესით.

თავდაცვის სამინისტროდან 690 თანამშრომელი გათავისუფლდა. მათგან 151 - საკუთარი განცხადების საფუძველზე. რაც შეეხება სამსახურში მიღებას, დაინიშნა 1116 ადამიანი, კონკურსის წესით - მხოლოდ 68.

იუსტიციიის სამინისტროდან და მის სისტემაში არსებული დაწესებულებებიდან 567 თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათგან 269-მა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობდა, რაც შეეხება ახალ კადრებს, იმავე პერიოდში 657 ადამიანი დაინიშნა და მათგან კონკურსის წესით - 31.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან 51 თანამშრომელი გაათავისუფლეს, მათ შორის 4 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი. გათავისუფლებულთაგან 30-მა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. რაც შეეხება ახალ თანამშრომლებს, 52 ადამიანი დაინიშნა, მათგან 42 მოვალეობის შემსრულებლად. საანგარიშო პერიოდში კონკურსი და ატესტაცია არ ჩატარებულა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან და მისდამი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან სულ 74 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათგან 58-მა სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. რაც შეეხება ახალ თანამშრომლებს, საანგარიშო პერიოდში მიიღეს 117 ახალი თანამშრომელი და ყველა კონკურსიის გარეშე.

საგარეო საქმეთა სამინისტროდან 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს, აქედან 11-მა საკუთარი ინიციატივით დატოვა სამსახური. გათავისუფლებულებს შორის არის 2 საგანგებო დავალებათა ელჩი, რომელთა გათავისუფლების საფუძვლად შტატების შემცირებაა დასახელებული. იმავე პერიოდში დაინიშნა 16 ადამიანი. ამ პერიოდში სამინისტროში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი არ გამოცხადებულა. დანარჩენი 12 თანამშრომელი ხელშეკრულებითაა დანიშული, ან მოვალეობის შემსრულებლად.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან და მისდამი დაქვემდებარებული უწყებებიდან (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა), სულ 67 მოხელე გათავისუფლდა. 26-მა წასვლის შესახებ განცხადება თვითონ დაწერა. იმავე პერიოდში 144 ადამიანი მიიღეს, მათგან 99 -კონკურსის წესით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან 53 მოხელე გაათავისუფლეს, 31-მა წასვლის თაობაზე განცხადება თვითონ დაწერა. თანამდებობაზე დაინიშნა 80 მოხელე, კონკურსის წესით-12.

სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და მისდამი დაქვემდებარებული უწყებებიდან 65 თანამშრომელი დაითხოვეს. აქედან 39-მა სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. იმავე პერიოდში უწყებაში დასაქმდა 225 ადამიანი და აქედან კონკურსით მხოლოდ-19.

შრომის, ჯანმრთელობსა და სოციალური დაცვის სამინისტროდან და მისდამი დაქვემდებარებული უწყებებიდან სულ 883 ადამიანი გათავსიფლდა. მათგან 83-საკუთარი განცხადების საფუძველზე. იმავე პერიოდში სამინისტროში დასაქმდა 837 ადამიანი, ხოლო კონკურსის წესით დაინიშნა 6.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცენტრალური აპარატის 100-შტატიანი თანამშრომლიდან 6 გაათავისუფლეს, 4-მა თვითონ დაწერა განცხადება წასვლის თაობაზე. ამავე პერიოდში უწყებაში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი არ გამოცხადებულა, ამიტომ კონკურსის გარეშე დაინიშნა 12 ადამიანი.

ენერგეტიკის სამინისტროში ცენტრალური აპარატის 91 შტატიანი თანამშრომლიდან 9 გათავისუფლდა. მათგან 3-მა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. იმავე პერიოდში დაინიშნა 10 ადამიანი, რომელთაგან 6 მოვალეობის შემსრულებელია, ხოლო 4-ზე (მინისტრი და მისი მოადგილეები) არ ვრცელდება კონკურსით დანიშვნის მოთხოვნა.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აპარატის 34 თანამშრომლიდან 5 გათავისუფლდა და თანამდებობაზე 6 საჯარო მოსამსახურე დაინიშნა. მცირე ცვლილება მოხდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. 25 თანამშრომლიდან 1 გათავისუფლდა და თანამდებობაზე 5 საჯარო მოხელე დაინიშნა.

ასევე მცირე ცვლილებები იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. გათავისუფლდა 5 თანამშრომელი საკუთრი განცხადების საფუძველზე და 6 საჯარო მოსამსახურე დაინიშნა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებულ უწყებებში მომუშავე 250-მდე ადამიანიდან 43 გათავისუფლდა. აქედან 19-მა სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მიიღეს 70 თანამშრომელი. კონკურსისი ჩატარება-არჩატარების შესახებ სამინისტროს "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთვის" ინფორმაცია არ მიუწოდებია.