EBRD-ის პრეზიდენტი:   ქართული საბანკო სექტორის სტაბილურობა ძალიან კარგ ფორმაშია

EBRD-ის პრეზიდენტი: ქართული საბანკო სექტორის სტაბილურობა ძალიან კარგ ფორმაშია

ქართული საბანკო სექტორის სტაბილურობა ძალიან კარგ ფორმაშია, - ამის შესახებ ქართულ "ფორბსთან" საუბარში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ განაცხადა. 

მისი თქმით, ძალიან ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ იბრძვიან საბანკო სექტორის სტაბილურობის მოპოვებისა და მისი შენარჩუნებისთვის, ქართული რეალობა კი ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა.

"მე თუ მკითხავთ, ქართული საბანკო სისტემის სტაბილურობა ძალიან კარგ ფორმაშია. ერთ ძალიან მარტივ სტატისტიკას მოგიყვანთ. ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებელი საქართველოში 9,5%-ია, მაშინ როდესაც სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენს, რაც ამ ბანკებს სერიოზულ პრობლემას უქმნის. საქართველო ნამდვილად უკეთე პოზიციაშია და ამიტომ მიიღეთ ჩემი დიდი კომპლიმენტი. თუმცა ადგილობრივი საბანკო სექტორის სტაბილიზებაში მონაწილეობა EBRD-საც აქვს მიღებული. ამ პროცესში ჩვენს აქტიურად ვიყავით ჩართული", - აღნიშნა EBRD-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკი ფოკუსირებულია მაკროეკონომიკურ ფარგლებში ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ამ მხრივ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს.