რუსული მედია:  მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ამერიკულ ხომალდზე სკანდალი მოაწყეს

რუსული მედია: მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ამერიკულ ხომალდზე სკანდალი მოაწყეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამერიკულ ხომალდზე ოფიციალური მიღების დროს სკანდალი მოაწყეს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. 

"მიღების დროს ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2008 წელს სამხრეთ ოსეთში განხორციელებულ საომარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ქვეყნის ყოფილ ხელისუფლებასაც აკისრია. ამის საპასუხოდ სააკაშვილმა, ამერიკელების თანდასწრებით, მკვეთრად გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი პირდაპირ ტრიბუნიდან", წერს Российская Газета და დასძენს, რომ თავის მხრივ, ივანიშვილი შეეცადა პრეზიდენტის გამოსვლა რეპლიკებით შეეწყვიტა და საკუთარ პასუხისმგებლობაზე ესაუბრა.

რუსული გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მომხდარის გამო ამერიკელებისთვის მობოდიშება მოუწია.