რიჩარდ ნორლანდი:  საქართველოს პრეზიდენტი ემოციურადაა განწყობილი მიმდინარე მოვლენების მიმართ

რიჩარდ ნორლანდი: საქართველოს პრეზიდენტი ემოციურადაა განწყობილი მიმდინარე მოვლენების მიმართ

"პრეზიდენტი ემოციურად არის განწყობილი მიმდინარე მოვლენების მიმართ", - ასეთი შეფასება გააკეთა რიჩარდ ნორლანდმა ბათუმში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე პრეზიდენტისა და პრემეირის მონაწილეობით გამართული შეხვედრის შესახებ. 

აშშ-ის ელჩის განცხადებით, პრეზიდენტის და პრემიერის სტუმრობა ამ მიღებაზე, დიდი პატივია და მეტყველებს ამ ვიზიტის წარმატებაზე.

"პრეზიდენტი ემოციურად არის განწყობილი მიმდინარე მოვლენების მიმართ პრემიერს კი, საკუთარი ხედვა აქვს",- განაცხადა ელჩმა.

პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არც თუ ისე სასიამოვნო გასაუბრება ამერიკულ გემზე შედგა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე გამართულ მიღებაზე ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გაისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, რას ნიშნავდა მიხიელ სააკაშვილის გულზე დამაგრებული წითელი ყაყაჩოს სიმბოლო. "რა გაქვს ეგ გულზე, სად იშოვე? რა არის ეს, რას ნიშნავს",-იკითხა ბიძინა ივანიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა კი უპასუხა: "გაშოვნინებ. მოგიხერხებ." "ეს არის მახსოვრობა ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების",- უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას კი სააკაშვილმა ივანიშვილს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ "ის არ არის საქართველოს მტერთან შეკრული".