ვლადიმერ პუტინი ხვალ ბაქოს ეწვევა

ვლადიმერ პუტინი ხვალ ბაქოს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 13 აგვისტოს აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. "რია ნოვოსტის" ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად იგეგმება რამდენიმე ორმხრივი შეთანხმის გაფორმება, მათ შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საკითხებში. 

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის ინფორმაციით, ამ ვიზიტის ფარგლებში მოხდება პრაქტიკულად ყველა ორმხრივი საკითხის განხილვა.

მისივე თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ნოვაკი და სხვები.
ვლადიმერ პუტინის ბაქოში ვიზიტისას ქალაქის პორტში მეგობრული ვიზიტით შევლენ კასპიის ფლოტის რუსული გემები.