ნოდარ გოგატიშვილი გლდანის მერვე საპყრობილეში იატაკის საწმენდი ჯოხით გააუპატიურეს

ნოდარ გოგატიშვილი გლდანის მერვე საპყრობილეში იატაკის საწმენდი ჯოხით გააუპატიურეს

ნოდარ გოგატიშვილი ქურდობისათვის 2008 წელს დააპატიმრეს,მან გლდანის მერვე საპყრობილეში რამდენიმე წელი გაატარა.

„ 2011 წელს საკანში მას შემომივარდა ალექსი თოლორდავა, ვაჟა ცხვედიანი,გიორგი ავსანჯანიშვილი, გოგა ბუთლიაშვილი და სხვები .ჩამიყვანეს კარანტინში.სასტიკად მცემეს.მერე აიღეს იატაკის საწმენდი ჯოხი და გამაუპატიურეს.ეს მოხდა ორჯერ,დამაბეს თოკით,მაგინებდნენ,წიხლებით მცემდნენ,მერე იატაკის საწმენდი ჯოხი უკანალში გამიკეთეს.ეს ადამიანები არიან სადისტები.გოგა ბუთლიაშვილმა რომ ინტერვიუ მისცა „კვირის პალიტრას“ მაშინ პატიმარი ვიყავი,ახლ საჯაროდ ვამბობ ,ის არის სადისტი. -ამის შესახებ ყოფილმა პატიმარმა ნოდარ გოგატიშვილმა მედიაკავშირ „ობიექტივის“ეთერში განაცხადა.

პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ნოდარ გოგატიშვილმა განცხადებით რამდენჯერმე მიმართა პროკურატურას,მაგრამ დღემდე მის განცხადებას არანაირი რეაგირება არ მოყოლია,ნოდარ გოგატიშვილი დღემდე დაკითხულიც კი არ არის.