რიჩარდ ნორლანდი:   საქართველოს შეირაღებულ ძალებთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება

რიჩარდ ნორლანდი: საქართველოს შეირაღებულ ძალებთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება

საქართველოს შეირაღებულ ძალებთან ორმხრივი თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე გამართული მიღების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ელჩის თქმით, ამერიკული გემის ვიზიტის გზავნილი ძალიან მარტივია.

"20 წელზე მეტია აშშ ხელს უწყობს შავ ზღვაში საზღვაო უსაფთხოებას. საქართველოს შეირაღებულ ძალებთან ორმხრივი თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს. ეს მომავალშიც გაგრძელდება იმისთვის, რომ რეგიონში მშვიდობა უზრუნველყოფილი იყოს", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.