მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ხომალდზე გამართულ მიღებაზე გაისაუბრეს

მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ხომალდზე გამართულ მიღებაზე გაისაუბრეს

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე გამართულ მიღებაზე ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გაისაუბრეს. პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა რას ნიშნავდა მიხიელ სააკაშვილის გულზე დამაგრებული წითელი ყაყაჩოს სიმბოლო. "რა გაქვს ეგ გულზე, სად იშოვე? რა არის ეს, რას ნიშნავს",-იკითხა ბიძინა ივანიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა კი უპასუხა: "მოგიხერხებ, რომ იშოვო". "ეს არის მახსოვრობა ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების",-უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა.

საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ვიცე პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე და სხვები.

მიღების შემდეგ მედიასთან კომენტარი არც პრეზიდენტს და არც პრემიერს არ გაუკეთებია.

მიღების კადრების ნაწყვეტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.