პრემიერი და პრეზიდენტი ამერიკულ ხომალდზე მიღებას ერთად ესწრებიან

პრემიერი და პრეზიდენტი ამერიკულ ხომალდზე მიღებას ერთად ესწრებიან

პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე მიღებას ერთად ესწრებიან. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, მიღებას საქართველოს მთავრობიდან ესწრებიან - პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია, ვიცე პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე და შს მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე მიღებას ესწრება აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა განუცხადა, ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან და BULKELEY-ის კაპიტანთან, მეტ ფილიპსთან ერთად სამხედრო ხომალდს დაათვალიერებს, რის შემდეგაც სიტყვით გამოსვლა იგეგმება, ხოლო მოგვიანებით დაესწრება მიღებას ასევე სამხედრო ხომალდზე.

ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი BULKELEY ბათუმში გუშინ შემოვიდა, ხომალდზე მიმდინარეობს წვრთნები ქართული სამხედროებისთვის.