შატილში მიმავალ გზაზე დაკარგული ხუთი ტურისტი იპოვეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილემ მცხეთა-მთიანეთში, გივი ამირხანაშვილმა განუცხადა. სამი ფრანგი და ორი ქართველი გუდანიდან შატილის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. როგორც რწმუნებულის მოადგილემ აღნიშნა, გზაში მათ დააღამდათ და გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.
როგორც გიგი ამირხანაშვილმა განაცხადა, დაკარგულებს გამცილებელმა მიაგნო, რომელმაც ისინი გუშინ გარკვეულ ადგილამდე მიიყვანა.
"გამცილებელი წავიდა ცხენით და დაკარგულებს მიაგნო",-განაცხადა ამირხანაშვილმა. მისივე თქმით, დაკარგული ტურისტები სწორედ იმ გამცილებელს მოჰყავს.
ტურისტებს გუშინ საღამოს შატილში ელოდებოდნენ, თუმცა იმის გამო, რომ დანიშნულების ადგილას არ გამოჩენილან, ადგილზე სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
დაკარგულებს მაშველთა ცხრაკაციანი ჯგუფი ეძებდა.