მიხეილ სააკაშვილი დღეს ანაკლიაში იმყოფებოდა

მიხეილ სააკაშვილი დღეს ანაკლიაში იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს ანაკლიას ესტუმრა. როგორც "ფეისბუქზე", პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილი ტურისტული სეზონისა და იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა, რომელთა განხორციელება წინა მთავრობის დროს დაიწყო. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ პროექტების გაგრძელება, რადგან, ერთი მხრივ, აქ დასაქმებული მოსახლეობა არ დარჩეს უმუშევარი და, მეორე მხრივ, კიდევ უფრო განვითარდეს ანაკლიის საკურორტო ზონა.

ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ანაკლიის მსგავსი კლიმატი საქართველოში მხოლოდ ორ ადგილზეა - გაგრასა და ბიჭვინთაში. ამიტომ, მისი თქმით, ამ ადგილის განვითარება მნიშვნელოვანია კლიმატური პირობების გათვალისწინებითაც. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ანაკლიის სასტუმროებში ქართველ დამსვენებლებთან ერთად, უცხოელი ტურისტებიც იმყოფებიან, რაც, მისი თქმით, მკაფიო პასუხია მათ ბრალდებაზე, ვინც ამ ობიექტების მშენებლობას ხელისუფლების ზეწოლად აფასებდა.