ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული სამი პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული სამი პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმარ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გეგუთის ციხის თანამშრომლები გიგა კოხოძე, ალეკო ბაბუნაშვილი და თენგიზ ნასარაია სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბრალდებულებს კოხოძეს და ბაბუნაშვილს 5-5 ათას ლარიანი, ხოლო ნასარაიას 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა თემურ მესხმა განუცხადა, სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულების საჩივარი დააკმაყოფილა, რომლითაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

მსჯავრდებული ლევან კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობით ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად განვითარებული ტვინის მკვეთრად გამოხატული შუშუპებისა და დარბილების გამო, 23 მაისს გარდაიცვალა.