შსს - ვაკის გამგეობის შენობა მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა გაქურდა

შსს - ვაკის გამგეობის შენობა მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა გაქურდა

ვაკის გამგეობის შენობა მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა გაქურდა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა. არსებული ინფორმაციით, დადგენილია ქურდობაში ეჭვმიტანილი და ამოღებულია მოპარული ნივთები.

ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით შსს დღეს ოფიციალურ განცხადებასაც გაავრცელებს.

თბილისში, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის კაბინეტი რამდენიმე დღის წინ გაქურდეს. დილით მისულ თანამშრომლებს გამგეობის შენობის კარი გატეხილი დახვდათ.