ირმა ინაშვილი კოკა ყანდიაშვილს: ვიწყებ შენს მხილებას და არა მხოლოდ შენსას

ირმა ინაშვილი კოკა ყანდიაშვილს: ვიწყებ შენს მხილებას და არა მხოლოდ შენსას

ჟურნალისტი ირმა ინაშვილი პრემიერ მინისტრის მრჩეველს კოკა ყანდიაშვილს მიმართავს, განცხადებას რომელიც ირმა ინაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა უცვლელად გთავაზობთ:

„ახლა ველოდები, რას მოიფიქრებს ახალი ხელისუფლების “პიარ-გენიოსი” კოკა ყანდიაშვილი. როგორ გაამართლებს კბილაშვილის უუნარობას, როგორ წარმოაჩენს რეფორმატორად კუბლაშვილს. როგორ გამოაცხადებს ქართული დემოკრატიის ზეიმად ახალაიას მოსალოდნელ გათავისუფლებას… როგორ დაგვარწმუნებს, რომ ჩვენ შეურაცხყოფილები კი არა, ბედნიერები ვართ… როგორ დაბლოკავენ მედია- სივრცეში 11 აგვისტოს აქციის თემას და მოთხოვნებს… რა მორიგ მზაკვრობას მოუმზადებს ” ობიექტივს” და პირადად მე… 8 თვიანი უზნეობა, უსინდისობა, დაუნახაობა, უმადურობა და არაკაცობა ქრისტიანულად ავიტანე. ახლა, ბრიუსელიდან რომ დავბრუნდები, ჩემო კოკა, ვიწყებ შენს მხილებას და არა მარტო შენსას… თქვენ ლახავთ ივანიშვილის სახელს თბილისშიც, ბრიუსელშიც და სტრასბურგშიც. თქვენ უგებთ ამ კაცს მახეს. ამიტომ მხილება იქნება თბილისშიც, ბრიუსელშიც და სტრასბურგშიც. ველოდები, რომ შემომითვლი,- ჩვენ ხომ დიდიხნის მეგობრები ვართო. მე არაფერ შუაში ვარო… მიყვარხარ და ვგიჟდები შენზეო… არაფერი მეგობრები არა ვართ. მე 9 წელი ვიბრძოდი და შენ 9 წელი ბუჩქებში იჯექი. ხან კუბაში და ხან უკრაინაში. მე რაც მებადა, ყველაფერი გავყიდე და ამ ბრძოლას შევწირე. მიტინგებზე დიდი დიღმიდან ფეხით დავდიოდი, ტირილით… შენ კი, ბუჩქებიდან პროფესორობდი. ახლა ჩამობრძანდი, სახელმწიფოს პიარს მოაჯექი, ჩემნაირების მოპოვებული გამარჯვებით სარგებლობ და თანამდებობით მოცემულ ადმინისტრაციულ და ფინანსურ ბერკეტებს ჩემნაირებისვე ფურთხებისა და ბლოკირებისთვის იყენებ. ჩემი განადგურება დაგისახავთ მიზნად?!… გეუბნები: ვინც არ უნდა მთხოვოს, არ დაგინდობ. რაც შემეძლო, რაც მებადა, ყველაფერი შევალიე და სააკაშვილის დამხობაში ჩემი წვლილი შევიტანე. ახლაც არაფერს არ დავიშურებ. მტრობა როგორ უნდა, გაჩვენებ. სხვებისთვის სამაგალითოდ დაგსჯი. 12 აგვისტოდან ყურადღებით უყურე ( შენი აზრით, არარეიტინგულ) “ობიექტივს” „ .