მიხეილ სააკაშვილი - არჩევანი გვქონდა ცუდსა და უარესს შორის

მიხეილ სააკაშვილი - არჩევანი გვქონდა ცუდსა და უარესს შორის

მე ყველაფერს გავაკეთებდი და გავაკეთებ, რომ მომავალში არ აღმოვჩნდე ისეთ სიტუაციაში, რომ მოგვიწიოს ჩვენი ჯარისკაცების საომრად გაგზავნა, მითუმეტეს უიმედო ომში, მითუმეტეს ამხელა მოწინააღმდეგესთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს სხვა არჩევანი არ ქონდა.

"ეს რომ მომიწია ყოველთვის იქნება დიდი სინანული და ტრაგედია და ყოველთვის თვალწინ მექნება ამ ბიჭების სახეები. გიორგი ანწუხელიძეს, რომელიც არის ნამდვილი სიმბოლო მოუდრეკავი საქართველოსი, ეუბნებოდნენ, რომ შენი პრეზიდენტი არის ასეთი და ისეთიო. ნეტა ეთქვა... მას ეუბნეოდნენ სად იყო ჯარი და ა.შ. მაგრამ მარტო უთხრა, რომ ის არის გიორგი ანწუხელიძე და მეტი არც ერთი ინფორმაცია არ მისცა. მას ცემაში ამოხადეს სული ისე, რომ თავი ვერ დაახრევინეს და ამ ბრიყვებმა ეს ვიდეო ინტერნეტში დადეს. რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებებს, არც ერთი სხვა არჩევანი ჩვენ არ გვქონდა. არჩევანი გვქონდა ცუდსა და უარესს შორის", - განაცხადა სააკაშვილმა.