მიხეილ სააკაშვილი - კეზერაშვილი რაიმე ოპერაციის განხორციელების თაობაზე თანხმობას ითხოვდა, თუმცა უარი განვუცხადე

მიხეილ სააკაშვილი - კეზერაშვილი რაიმე ოპერაციის განხორციელების თაობაზე თანხმობას ითხოვდა, თუმცა უარი განვუცხადე

7 აგვისტოს, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი მოვიდა ჩემთან და ტიროდა, რომ ჯარისკაცები მომიკლესო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც მან "რუსთავი 2-თან" საუბრისას აღნიშნა, დავით კეზერაშვილი რაიმე ოპერაციის განხორციელების თაობაზე თანხმობას ითხოვდა, თუმცა მან უარი განუცხადა.

"ბევრი ქართველისთვის ომი დაიწყო 7-ში, მაგრამ ბევრისთვის უფრო ადრე. ბოლოს როცა უკვე ჩვენი სამშვიდობოები დახოცეს, მაშინდელი თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი მოვიდა ჩემთან და ტიროდა, რომ ჯარისკაცები მომიკლეს და რამდენიმე დაჭრილიაო. ის იძახოდა, რომ თუ რაღაც შეზღუდულ ოპერაციას მაინც არ გავაკეთებდით ყველას დაგვიხოცავდნენ, რადგან ჯარისკაცები და მოსახლეობა არიან მოყოლილები ამ უბედურებაში და რაღაცის ნება მომეცითო. კეზერაშვილთან სად უნდა გადაამოწმოთ არ ვიცი, მაგრამ ჩემი პასუხი იყო, რომ ყველა, რომ დაგიხოცონ თითს არ გავანძრევთ. ასეთი პასუხი გავეცი შვიდში", - აღნიშნა სააკაშვილმა.