მიხეილ სააკაშვილი - მედვედევის დაბადების დღეზე პუტინმა კონდოლიზა რაისს უთხრა, რომ საქართველოში უნდა იყოს ომი

მიხეილ სააკაშვილი - მედვედევის დაბადების დღეზე პუტინმა კონდოლიზა რაისს უთხრა, რომ საქართველოში უნდა იყოს ომი

2007 წელს, მედვედევის დაბადების დღეზე პუტინმა კონდოლიზა რაისს უთხრა, რომ საქართველოში უნდა იყოს ომი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან, ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კონდოლიზა რაისი ამ ნათქვამის გამო "პუტინს წამოუხტა და სუფრას ტოვებდა".

"2007-ში, მედვედევის დაბადების დღეზე, მიიყვანეს კონდოლიზა, კარგად დალიეს და უცებ პუტინმა დაუწყო მას ლაპარაკი სრულიად გამჭვირვალედ, რომ საქართველოში უნდა იყოს ომი. კონდოლიზა წამოუხტა და ტოვებდა სუფრას. ამას რუსები გვიყვებოდნენ. მაშინ ეს სიგნალი მიიღეს და კარგი, კარგი, კარგიო და დაიხიეს უკან", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, პუტინის ამ განცხადებას საჯარო რეაქცია არ მოყოლია.

"იგივე 2007-ში, ჩადის პუტინი დაღესტანში, დაიწყო სამთო ბრიგადების კეთება და თქვა - აქედან გზა გადადის საქართელოშიო. კი არ წამოცდა, ეს ტელევიზორში გაუშვეს. გაუშვეს საგანგებოდ, რომ ჩვენ მოგვესმინა, უცხოელებს მოესმინა და დაკვირვებოდნენ რა რეაქცია ექნებოდათ. არც არაფერი რეაქცია არ ქონიათ. კონდილიზას კი ქონდა იქ რეაქცია, მაგრამ საჯარო რეაქცია არ ქონია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.