ცსკ-მ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტირებაზე უარი უთხრა

ცსკ-მ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტირებაზე უარი უთხრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტირებაზე უარი უთხრა.

როგორც ცსკ-ში განმარტავენ, კანონის მიხედვით, პირს, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, საპრეზიდენტო არჩევნებში მოაწილეობას ვერ მიიღებს.

"პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა, რომ მათ უკვე მომზადებული აქვთ ინიცირება, რომ კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნას პუნქტი, რომელიც ხელს უშლის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, რომ დაიკავოს პრეზიდენტის თანამდებობა. თუ ასეთი ცვლილება განხორციელდება კონსტიტუციაში, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ აღვასრულოთ და ვიმოქმედოთ ცვლილების შესაბამისად", - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ეკა აზარაშვილმა.