"ახალაიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" უსუსურობისა და უუნარობის კიდევ ერთი დადასტურებაა"

დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ბაჩო ახალაიას საქმეზე სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" უსუსურობისა და უუნარობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

ამის შესახებ ბურჯანაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და ამავე საქმეზე მასთან ერთად ბრალდებულები უდანაშაულოდ იქნენ ცნობილნი.

"მინდა, პირდაპირ გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, "ქართული ოცნების" ხელისუფლების უსუსურობა და უუნარობა და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარებას მივიღებთ", - განაცხადა ბურჯანაძემ.