"ახლა, როგორც არასდროს, უნდა დავირაზმოთ ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვებისთვის"

პრეზიდენტი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორიაში პირველ პრაიმერისში გამარჯვებს ულოცავს.

ამასთან, როგორც სააკაშვილმა დღეს პარლამენტის უმცირესობის წევრებსა და გუბერნატორებთან შეხვედრაზე განაცხადა, ის მიესალმება დავით ბაქრაძის ინიციატივას, მოლაპარაკება გამართოს ქვეყნის პრემიერ-მინიტრთან ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

"მინდა, ბაქრაძეს საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორიაში პირველ დემოკრატიულ პრაიმერისში გამარჯვება მივულოცო. გაიმართა მაღალი დონის დებატები, რაც ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკური კულტურის ზრდას ხელს შეუწყობს. ახლა, როგორც არასდროს, უნდა დავირაზმოთ ჩვენი საერთო კანდიდატის გამარჯვებისთვის. ეს არის სისტემა, რომელზეც უმეტეს წილად არის და იქნება დამოკიდებული საქართველოს განვითარება, ჩვენი ერის წინსვლა შემდგომ წლებში. ჩვენ ძალიან კარგი კანდიდატი გვყავს და მას სერიოზული თანადგომა სჭირდება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.