"სინდისიც ხომ რაღაცას ნიშნავს, როცა ეს პარლამენტი ვინმეს მიერ საფრთხის შექმნაზე ლაპარაკობს?!"

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სინდისიც ხომ რაღაცას ნიშნავს, როცა ეს პარლამენტი ვინმეს მიერ საფრთხის შექმნაზე ლაპარაკობს?!

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებსა და გუბერნატორებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მან პატიმრობიდან გათავისუფლებული თენგიზ გუნავა კვლავ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზე დაბრუნების შესახებ განაცხადა.

"ამ ადამიანის გარეთ გაშვებას საპარლამენტო უმრავლესობა უწოდებს, რომ აი, პრეზიდენტმა მორიგ ჯერზე დაამტკიცა, რომ გიჟია და მომეტებული საფრთხის წყარო – ვციტირებ მათ. ამას ამბობს ხალხი, რომელმაც, მიუხედავად თქვენი და ჩემი დიდი მცდელობისა, გაუშვა პედოფილები და დღე არ გავა, რომ მცირეწლოვანთა მიერ სექსუალური ძალადობა არ განხორციელდეს, გამოუშვა უამრავი რაოდენობის მკვლელი გარეთ, ეს ის პარლამენტია, რომელმაც გამოუშვა წარმოუდგენელი რაოდენობის ნარკობარიგები და ჩვენი სადარბაზოები შპრიცებით გავსება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და ეს პარლამენტი ლაპარაკობს ვინმეს მიერ საფრთხის შექმნაზე? სინდისიც ხომ რაღაცას ნიშნავს? მე ვფიქრობ, რომ თენგიზ გუნავას გამოშვება ეს რა თქმა უნდა, სამართლებრივი კი არ იყო მხოლოდ, სამართლიანი იყო. მისი დაწერა იყო დიდი უსამართლობა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაგან ერთი-ორი ახლა პროტესტს გამოთქვამს, ერთი ხმა არ მოუღიათ იმ უკანონობაზე, რაც თვეების განმავლობაში ხდებოდა ამ ადამიანის მიმართ. ამიტომ ის, რაც ერთმნიშვნელოვანია, მან უნდა შეასრულოს თავისი ფუნქციები, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა, იმიტომ რომ, ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ადამიანი დაჩაგრონ მხოლოდ იმის გამო, რომ თვალში არ მოსდით", - განაცხადა სააკაშვილმა.