განათლების სამინისტრო პედაგოგებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად ახალ სტრატეგიას შესთავაზებს

განათლების სამინისტრო პედაგოგებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად ახალ სტრატეგიას შესთავაზებს

განათლების სამინისტრო პედაგოგებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად ახალ სტრატეგიას შესთავაზებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განუცხადა. 

მისივე განმარტებით, სტრატეგია უკვე შემუშავებულია და მასზე უწყება გასული რვა თვის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა მასში გამოცდების შედეგებიდან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებები შევა და აქცენტი იმ მიმართულებებზე გაკეთდება, სადაც "პედაგოგებს ყველაზე მეტად უჭირთ".

"რაც შეეხება შედეგებს, ნამდვილად არ არის ის შედეგები, რომელიც გვინდოდა, თუმცა არის გარკვეული საგნები, მაგალითად სამოქალაქო განათლება და ისტორია, სადაც პედაგოგებმა შარშანდელთან შედარებით ორჯერ უფრო უკეთესი შედეგი აჩვენეს. რაც შეეხება კონკრეტულად პროექტს, სტრატეგიაზე დიდი ხანია ვმუშაობთ. რვა თვე მის შესწავლას მოვანდომეთ. დადებულია სერიოზული კვლევა, საიდანაც ჩანს, რომ პროცესი არის გადასახედი. გამოვიყენებთ გამოცდების შედეგებს და აქცენტს გავაკეთებთ იმ მიმართულებებზე, სადაც პედაგოგებს უჭირთ. არის კონკრეტული თემები, რომლებიც უნდა დამუშავდეს და მასწავლებლებს შევთავაზოთ ახალი გაუმჯობესებული მოდელი", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.