იაროსლავ კაჩინსკი:  მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ერის ისტორიაში შეუდარებელი როლი ითამაშა

იაროსლავ კაჩინსკი: მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ერის ისტორიაში შეუდარებელი როლი ითამაშა

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ერის ისტორიაში შეუდარებელი როლი ითამაშა, - ამის შესახებ პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა იაროსლავ კაჩინსკიმ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ეროვნებების ისტორიაში არიან ადამიანები, რომლებმაც ითამაშეს შეუდარებელი როლი სხვა ხალხთან. ქართველი ერის ისტორიაში ასეთი პირი არის მიხეილ სააკაშვილი. ადამიანი, რომელმაც დააბრუნა საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელმაც დააბრუნა თავისუფლება, დემოკრატია, რომელმაც თავის ერთან ერთად მიაღწია დიდ წარმატებას ეკონომიკური განვითარების და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი რაც შენდება თანამედროვე სახელმწიფოს აშენებს. საქართველოს სჭირდება განვითარება. ამის გარეშე არ იქნება წინსვლა. თუ მოქალაქეს უნდა იყოს თავისუფალი, თუ უნდა იყოს სუბიექტი და არა სულ სხვა რამ, მაშინ უნდა იცოდეს რომ მომავლისთვის ბრძოლა ღირს. რაც ამ მოხდა ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება ოქროს ასოებით, ამ რეგიონის და მსოფლიოს ისტორიაში შევა ყველაფერი რაც მოხდა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ. ქართული დამოუკიდებლობის დაცვა 2008 წელს არის მსოფლიო მასშტაბით დიდი ამბავი. მაშინ აქ იქმნებოდა ისტორია არამარტო ერთი, არამედ მრავალი ერის. ეს იყო ადამიანების ისტორია, გადამწყვეტი მომენტი ხალხისთვის", - განაცხადა კაჩინსკიმ.

დღესვე საქრთველოს პრეზიდენტმა იაროსლავ კაჩინსკი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.