პარლამენტი სახალხო დამცველს უსმენს

პარლამენტი სახალხო დამცველს უსმენს

პარლამენტი სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უსმენს. ომბუდსმენი დეპუტატებს გასული წლის განმავლობაში, ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აცნობს. 

ამასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მზად აქვს პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომელშიც წარმოდგენილია კონკრეტული მოთხოვნები და რეკომენდაციები აღმასრულებელი სტრუქტურების მისამართით.

ამ წუთებში უჩა ნანუაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და დაკავების ადგილებში სისტემური დანაშაულების ჩადენაზე, პატიმართა მიმართ სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრობს.