თეა წულუკიანი:  დღეს პოლიტიკური პროცესები სტაბილურია იმიტომ, რომ გვყავს ის პრემიერი, რომელიც გვყავს

თეა წულუკიანი: დღეს პოლიტიკური პროცესები სტაბილურია იმიტომ, რომ გვყავს ის პრემიერი, რომელიც გვყავს

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს სურს, რომ პრემიერ-მინისიტრმა ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობა და პოლიტიკა მხოლოდ მას შემდეგ დატოვოს , რაც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება შეუქცევად პროცესად იქცევა.

"ჩემი სურვილი და მოსაზრებაა, რომ პრემიერმა მხოლოდ მაშინ დატოვოს პოლიტიკა და მთავრობა, რაც საქართველოში შეუქცევად პროცესად იქცევა დემოკრატიული ისნტიტუტების ჩამოყალიბება და რაც არანაკლებ მთავარია, პოლიტიკური კურსი იქნება სტაბილური. დღეს პოლიტიკური პროცესები სტაბილური არის იმიტომ, რომ გვყავს ის პრემიერი, რომელიც გვყავს.

ჩემი სურვილია, რომ ის მანამდე დარჩეს, სანამ პოლიტიკური პროცესების სწორედ წარმართვას არ ვისწავლით ყველანი და შეუქცევადი არ გახდება დემოკრატიული წინსვლა, რაც პირველი ოქტომბრიდან დაიწყო", - განუცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

იუსტიციის მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მიერ უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკიდან შესაძლოა ახალ წლამდე წავიდეს.

ბელგიური გამოცემა Euobserver-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა მათთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან "ახალ წლამდე" გადადგება.