ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი აშშ-ს ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ხაბელოვმა განაცხადა , მან ელჩს ოლიმპიური კომიტეტის მუშაობის სტილი გააცნო. 

მისივე თქმით, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ყველა ოლიმპიურ კომიტეტთან აფორმებს მემორანდუმს და მათ აშშ-ს ელჩს სთხოვეს რაც შეიძლება დაჩქარდეს აშშ-ს ოლიმპიურ კომიტეტთან მემორანდუმის გაფორმება.

კომენტარი გააკეთა ასევე აშშ-ს ელჩმაც. მისი თქმით, საქართველოს მდიდარი სპორტული ტრადიციები აქვს.

როგორც ნორლანდმა აღნიშნა, ერთ-ერთი დიდი ღონისძიება, რომელსაც საქართველო უმასპინძლებს, იქნება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც 2015 წელს ჩატარდება.
ელჩის შეფასებით, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენაა სპორტულ კალენდარში.

"საქართველო 20 წელზე მეტია გამოდის დამოუკიდებელ მონაწილედ ოლიმპიურ თამაშებზე და დიდი მიღწევები აქვს", - აღნიშნა ნორლანდმა.

გარდა ამისა, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლერი ხაბელოვმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ეროვნულ კომიტეტში არსებული მეუზეუმიც დაათვალიერებინა.