იურიდიული დახმარების სამსახური 1 იანვრიდან დამოუკიდებელი ინსტიტუტი გახდება

იურიდიული დახმარების სამსახური 1 იანვრიდან დამოუკიდებელი ინსტიტუტი გახდება

სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მისი უწყებიდან იურიდიული დახმარების სამსახურის გამოყოფის ინიციატივა თავად მის სამინისტროს ეკუთვნის. 

"იუსტიციის სამინისტრომ მთავრობის სხდომაზე გამოიტანა შესაბამისი კანონპროექტი, თუმცა ინიციატივა რეალურად ეკუთვნის ჩვენს სამინისტროს. ჩვენ ერთად ვმუშაობდით ამ კანონპროექტზე, რომლითაც იურიდიული დახმარების სამსახური გახდება დამოუკიდებელი და არ იქნება რომელიმე სტრუქტურის შემადგენლობაში", - განაცხადა სოზარ სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე ადვოკატთა ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად იქნა მიღებული.

"ეს ინსტიტუტი დამოუკიდებელი მომავალი წლის 1 იანვრიდან გახდება", - აღნიშნა სუბარმა.