სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული სამსახური გამოეყოფა

სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული სამსახური გამოეყოფა

სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული სამსახური გამოეყოფა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა და იქვე განმარტა, რომ აღნიშნული სამსახური ცალკე უწყებად ჩამოყალიბდება. 

"ვაგრძელებთ წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული უარყოფითი მემკვიდრეობის შედეგების ლიკვიდაციას. ჩვენ შევიმუშავეთ კანონმდებლობაში ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც, სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახური გამოეყოფა. ის ჩამოყალიბდება ცალკე სტრუქტურად, შეიქმნება მისი სამეთვალყურეო საბჭო 9 წევრის შემადგენლობით, რომელთაგან 3 წევრს ადვოკატთა ასოციაცია, სამს - სახალხო დამცველი დანიშნავს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც კანონპროექტს პარლამენტი დაამტკიცებს, ის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

"თუმცა ამოქმედებიდან 6 თვე დაგვჭირდება იმისთვის, რომ ამჟამინდელი სიპ-ი გარდაიქმნას დამოუკიდებელ სიპ-ად", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.