გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის განხილვას არ გამორიცხავს

გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის განხილვას არ გამორიცხავს

ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში,პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატურად მისი საკითხიც განიხილებოდეს.

"არ ვიცი, კანდიდატურები ვინ შეიძლება იყვნენ. ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი გვყავს და შეიძლება ვიღაც დასახელდეს. შეიძლება ერთი კანდიდატურა ჩემი კანდიდატურაც იყოს, თუმცა კიდევ ხაზს ვუსვამ, რომ არაერთი ღირსეული კანდიდატურა გვყავს", - განუცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს.

მისივე განმარტებით, ისურვებდა, რომ პრემიერ-მინისტრი გარკვეული ვადით ისევ დარჩეს პოლიტიკაში.

"თუმცა ეს მისი გადაწყვეტილებაა და მან უნდა გააკეთოს ამაზე კომენტარი", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

ბელგიური გამოცემა Euobserver-სთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას "ახალ წლამდე" დატოვებს.