გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომის კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს

გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომის კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს

"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს. 

როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვინ შეცვლის ბიძინა ივანიშვილს, თავიდან ბოლომდე პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა.

"მაინტერესებს, როდის შეეჩვევა ქართული საზოგადოება, რომ პრემიერი მიდის, 725-ედ რომ იტყვის თუ 1035-ედ ბატონი ბიძინა, მივდივარო. ყველაზე წონიანი პოლიტიკოსი არ მიდის პოლიტიკიდან, ის მიდის თანამდებობიდან. მნიშვნელოვანია, ამ დროს რა პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოება და როგორ გააქტიურდება. მისი შემცვლელის კონკრეტული კანდიდატურა უნდა განიხილოთ ბატონ ბიძინასთან", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ბელგიური გამოცემა Euobserver-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა მათთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ახალ წლამდე გადადგება.