დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმენენ

დღეს, 30 ივლისს, პარლამენტი სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს მოუსმენს. ომბუდსმენის ანგარიშზე რიგგარეშე სხდომის ფორმატში სესიაზე იმსჯელებენ. სახალხო დამცველმა გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში პარლამენტს მარტის ბოლოს წარუდგინა.

სახალხო დამცველის ანგარიში შეეხება არჩევნებამდე და არჩევნების პერიოდში მთელ რიგ სფეროებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს - პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა ხასიათის ქმედებებს. მასში ასახულია სოფელ მერეთში, კარალეთში, ბეშუმსა და დიდგორში მომხდარი ინციდენტები.

ანგარიშში ასევე მოხვდა ოპოზიციურად განწყობილი პირების ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა ქუთაისში, კასპში, ხაშურში, რუსთავში, მესტიაში, საგარეჯოში, ქარელსა და სხვა ქალაქებში.