ივანიშვილი: „სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარსდგება“

ივანიშვილი: „სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარსდგება“

ბიძინა ივანიშვილი www.EUobserver.com ინტერვიუში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი წარსდგება სასამართლოს წინაშე როცა მას საპრეზიდენტო იმუნიტეტი ამოეწურება. „პოლიტიკურად ეს არ არის ჩემი სურვილი მაგრამ კანონის უზენაესობა ეხება ყველას“,-აცხადებს ივანიშვილი.

სტატიაში ნათქვამია, რომ ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სააკაშვილი 5 მინისტრი და რამდენიმე გამგებელი თანამდებობის და სახსრების ბოროტად გამოყენებისთვის პროკურატურას წარუდგინა. „ბრალდებებს შორის იყო მკვლელობასთან კავშირიც. ახალმა პრემიერმა პირობა დადო, რომ გაანადგურებს სააკაშვილის „შავ ყუთებს“ რომელიც უკანონო მოსმენებს და ფარულ ჩანაწერებს უკავშირდება“,-წერს გამოცემა