"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 26 მაისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას შოკისმომგვრელს უწოდებს.
"ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის შოკისმომგვრელი იყო გუშინ, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ 2011 წლის 26 მაისის სისხლიან სადამსჯელო სპეცოპერაციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან თვალყურს ადევნებდა FBI-ს ჯგუფი, რასაც მოგვიანებით მოჰყვა დასკვნა იმის შესახებ, რომ 26 მაისსს ხელისუფლებამ აქციის მონაწილეები, კანონის ყველა დაცვით დაშალა", - ნათქვამია "სახალხო კრების" განცხადებაში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო ხვალ პრესკონფერენციას გამართავს.