ბათუმის სასტუმრო "შერატონში" გამართულ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. დღევანდელი პრაიმერის დაწყებამდე რეგისტრაცია "ნაციონალური მოძრაობის" 163 დელეგატმა გაიარა. მათგან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 158. პრაიმერის დასრულების შემდეგ, კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე, 116 ხმით გამარჯვებული დავით ბაქრაძე გახდა.
24 ხმა მიიღო გიორგი ბარამიძემ, 9 ხმა - ზურაბ ჯაფარიძემ, ხოლო 8 ხმა - შოთა მალაშხიამ. 1 ბიულეტენი გაბათილდა.
პრაიმერის ფარგლებში მეექვსე - ბოლო კონფერენცია დაგეგმილია თბილისში 27 ივლისს, სადაც მიწვეული არიან დელეგატები თბილისის რაიონული პარტიული ორგანიზაციებიდან. რეგიონული კონფერენციების პარალელურად, როგორც ცნობილია, სპეციალურ ვებ-გვერდზე ინტერნეტკენჭისყრა გაიმართება.