საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის წესი დამტკიცდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებმა დღევანდელ კონფერენციაზე მიიღეს. პროექტს მხარი 132 მოსამართლემ დაუჭირა.
ამ წუთებში კი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრების არჩევნები მიმდინარეობს. კანდიდატებად ნატა თედეშვილი და გიორგი დარახველიძე არიან დასახელებული. ადმინისტრაციული კომიტეტის წევრის ასარჩევად კონფერენციაზე დამსწრეთა ხმების 2/3 არის საჭირო.