ბათუმის

ბათუმის "შერატონთან" მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

ბათუმის "შერატონთან" მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს  როგორც თვითმხილველებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნეს, ღოღობერიძე "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის დაწყებამდე "შერატონთან" არსებული პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა, რისი საშუალებაც არ მიეცა. მოგვიანებით, მან პოლიციას "შერატონის" ტერიტორიაზე შესვლა კიდევ ერთხელ სთხოვა, ის პოლიციამ გაატარა, თუმცა შემდეგ დააკავეს.

თავდაპირველად სამართალდამცველებმა ბათუმის "შერატონთან" მიმდინარე აქციაზე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მერაბ გორგაძე დააპატიმრეს.

"შერატონში" "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო პრაიმერი მიმდინარეობს. სასტუმროსთან დილიდან დევნილები, ეკომიგრანტები, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები და სოციალურად დაუცველები აქციას მართავენ.