ამ წუთებში ზესტაფონში, ადგილობრივი ეპარქიის წინ მართლმადიდებელი მრევლი საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ვახტანგს უპირისპირდებიან. მრევლმა მეუფე ვახტანგს კარები აუჭედა. მათი განცხადებით, მეუფე ბევრ ცუდ საქმეშია შემჩნეული, მათ შორის მრუშობაში, საკუთარ მრევლთან არაკეთილსინდისიერ მოპყრობაში, რის გამოც საპატრიარქოსა და პატრიარქს სთხოვენ, აღნიშნული სასულიერო პირი ეპარქიიდან გაიწვიონ.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ამ საკითხის განხილვა საპატრიარქოში უკვე შედგა, თუმცა არა მეუფე, არამედ ის სასულიერო პირები დასაჯეს, ვინც მეუფეს სდებდნენ ბრალს. აქციის მონაწილეებს პატრიარქის იმედი აქვთ, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება.