ბათუმის

ბათუმის "შერატონთან" მიმდინარე აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს

ბათუმის "შერატონთან" მიმდინარე აქციაზე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მერაბ გორგაძე დააკავეს. სასტუმროსთან ყოფილი პოლიტპატიმრები და აფხაზეთიდან დევნილები არიან შეკრებილები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო პრაიმერის ბათუმში გამართვას აპროტესტებენ. 

მიმდინარე აქციის დროს, მერაბ გორგაძემ მიხეილ მაჭავარიანის მისამართით კვერცხები ისროლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვალერიან თელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მერაბ გორგაძე დაკავებულია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის.