ბათუმის

ბათუმის "შერატონთან" სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული

ბათუმის "შერატონთან" სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული

ბათუმის სასტუმრო "შერატონის" პერიმეტს სამართალდამცველები აკონტროლებენ. ამ წუთებში, "შერატონის" გარშემო საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დამცავ ჯებირს ავლებენ. სასტუმროს მიმდებარედ მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმები.
ბათუმის "შერატონში" დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგით მეხუთე საპრეზიდენტო პრაიმერი უნდა გაიმართოს. ღონისძიებისთვის შენობაში სამზადისი უკვე მიმდინარეობს. ამ წუთებში, სასტუმროს მეორე სართულზე პრაიმერში მონაწილე კანდიდატებისთვის ტრიბუნები მონტაჟდება. პრაიმერი 15:00 საათზე დაიწყება.
ამასთან, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ადამიანები "შერატონთან" საპროტესტო აქციის გამართვას აპირებენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათ პროტესტს, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური წარსული იწვევს.
გარდა ამისა, როგორც "ინტერპრესნიუსს" უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ აცნობა, "შერატონთან" მისვლას და აქციის გამართვას იპოთეკური და საბანკო დავალიანების მქონე ოჯახები, ეკომიგრანტები და თვითნებურად შესახლებული სოციალურად დაუცველი პირებიც აპირებენ.