საპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობდა და კვლავაც მზად არის მონაწილეობა მიიღოს ინერფრაქციული ჯგუფის მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" და საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ მოლაპარაკებების დაწყებაც და შეწყვეტაც, სახელისუფლებო გუნდის პასუხისმგებლობაა.
"საპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობდა და კვლავაც არის მზად მონაწილეობა მიიღოს ამ მოლაპარაკებებში და გაითვალისწინოს არასაპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრებები, დანარჩენი, ბურთი და მოედანი სახელისუფლებო გუნდის მხარეს არის", - დასძინა დავით დარჩიაშვილმა.