მედიის პირმშო და დაუძინებელი მტერი – გამოუცხადებელი ცივი ომის და ცხელი რეიდერული დაპყრობების ქრონიკები

მედიის პირმშო და დაუძინებელი მტერი – გამოუცხადებელი ცივი ომის და ცხელი რეიდერული დაპყრობების ქრონიკები

არა მგონია, არ დამეთანხმოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ნოლი იქნებოდა წინჩამოსმული მედიის ჯოხის გარეშე. ვარდების რევოლუცია იყო მედიის პირმშო!

და სწორედ მიხეილ სააკაშვილი და მისი ნაცმოძრაობა იქცნენ მედიის ყველაზე დაუძინებელ მტრად! თანაც – ხელისუფლებაში მოსვლის პირველივდე დღიდან!

2004-2006 წლები – მიშამ და ნაცმოძრაობამ გადაიფორმეს ან დახურეს 9 დამოუკიდებელი სატელევიზიო არხი, მათ შორის რუსთავი-2, მე-9 არხი, იბერია… სადღეისოდ, ამ საშუალებათა დიდ ნაწილს ოფშორებზე დაფუძნებული კომპანიები და ხელისუფლების ახლობელი პირები მართავენ.

2004 წლიდან დაწყებული საზოგადოებრივი არხის ხელმძღვანელობაში მოდიოდნენ მთავრობის მიერ დანიშნული – სულ უფრო ოდიოზური, სულ უფრო მეტად კონტროლირებადი პირები და საზოგადოებრივი არხიც სულ უფრო ხდებოდა სააკაშვილის ყურმოჭრილი მონა და ქართული საზოგადოების დაბოლების სერიოზული ინსტრუმენტი…

2006 წელს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი არ კითხულობს ქართულ გაზეთებს და თავისი ზეპირი ბრძანებით აუკრძალა სახელმწიფო სამსახურებს გაზეთების გამოწერა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ქართული გაზეთების ტირაჟები.

2006-07 წლები – ვანო მერაბიშვილმა და ნაცმოძრაობის სხვა დიდმოხელეებმა მოახერხეს მრავალი მედიასაშუალების დაქვემდებარება, რის შემდეგ ეს მედიარესურსები ან დაიხურა, ან მყვირალა, არაეთიკურ და ნაკლებად ობიექტურ მედიასაშუალებებად იქცა, რომელთა საქმიანობის სტილი მარტივად შეიძლება ასე დახასიათდეს – „ვაკრიტიკოთ ხელისუფლება და ლაფში გავსვაროთ ოპოზიცია!“

2007 წლის 7 ნოემბერი – უკანასკნელი ეროვნული მასშტაბის დამოუკიდებელი ტელევიზია – „იმედი“განადგურებულ იქნა სპეცნაზის შეჭრის და არნახული დარბევის შედეგად.

2008 წელი – იმედის ტელეარხი ღამით ზეწოლისა და სხვადასხვა მაქინაციებით გადაუფორმდა პატარკაციშვილის შორეულ ნათესავს, საქართველოს მთავრობასთან გარიგებაში მყოფ ჯოზეფ კეის, ხოლო შემდეგ – ვითომ არაბულ ”რაკიინ ჯორჯია ჰოლდინგს”, რომლის ”წარმომადგენელი”,ვინმე მარკ მონემი, ისე გაქრა პრეზენტაციის შემდეგ, რომ არავის არსად აღარ უნახავს. არაბული კომპანიის ”რაკ”-ის ხელმძღვანელმა 2009 წელს განაცხადა, რომ ტელევიზია ”იმედი” მათი აქტივი არასოდეს ყოფილა და რომ ის ”რაკიინ ჯორჯია ჰოლდინგი” მისთვის უცნობი კომპანია იყო! და ამით ირიბად დაადასტურა, რომ ”იმედი” სინამდვილეში საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიჯიბა, შექმნა რა არაბული რაკიინის ვითომდა შვილობილი მსგავსი სახელის მქონე კომპანია, რომელიც რეალურად მისივე დაქირავებული პირები მართვადნენ. 2011 წელს პატარკაციშვილის ოჯახმა სხვა აქტივების დათმობის სამაგიეროდ ოფიციალურად დაუთმო იმედი საქართველოს მთავრობას, რითაც ფაქტიურად დადასტურდა, რომ ქეიც და ”არაბებიც” სააკაშვილის შირმა იყო მხოლოდ.

2007 წლიდანვე დაიწყო სამთავიანი ვეშაპის – საზოგადოებრივი არხი, რუსთავი2, იმედი – თანდათან სულ უფრო მზარდი სახელმწიფო ცენზურა.ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ლიდერები – გიგი უგულავა, ლევან რამიშვილი, გიგა ბოკერი, გოკა გაბაშვილი, გიორგი არველაძე – სხვადასხვა დროს ამ არხების პირადი ცენზორების როლს ასრულებდნენ, ხოლო ვანო მერაბიშვილი რუსთავი2-ს და მერე ”იმედსაც”საკუთარი რეკლამირებისთვის ისე იყენებდა, რომ ხშირად მიხეილ სააკაშვილის გამაბითურებელ იუმორისტულ გადაცემებსაც უშვებდა…

2010 წ. – თბილისის მერიის გადაწყვეტილებით ჟურნალ-გაზეთებით და წიგნებით ქუჩაში ვაჭრობა – თუნდაც სტელაჟებიდან – გარე ვაჭრობის ნაირსახეობად ჩაითვალა და აიკრძალა. რამდენიმე ასეული ადამიანი თბილისში უმუშევარი დარჩა. მოისპო ბუკინისტური წიგნებით ვაჭრობის ნაცნობი ადგილები. ხელისუფლებაზე ვერ მოახდინა გავლენა იმ უცხოური ფოტოების დემონსტრაციამ, რომ პარიზშიც,ნიუ-იორკშიც, ლონდონშიც, ტოკიოშიც – ჟურნალ-გაზეთები და ბუკინისტური წიგნები ქუჩაში სტელაჟებიდან იყიდება…

2010 წ. – სტელაჟებიდან მოვაჭრეების ლიკვიდაციის შემდეგ გიგი უგულავამ თბილისში რამდენიმე ასეული Press ჯიხური ჩადგა. ამ Press ჯიხურებში, რომელსაც ვითომ დუბაიური ფირმა, ხოლო სინამდვილეში – ლატარიის კომპანიის მაშინდელი მფლობელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აკონტროლებს, მალე საქართველოს ლატარეის ბილეთების გაყიდვა დაიწყო და ისინი ჟურნალ-გაზეთების გაყიდვაზე უკვე ნაკლებ დამოკიდებულნი გახდნენ. დღეს ეს ჯიხურები ჟურნალ-გაზეთებსაც ჰყიდიან, მაგრამ ეს მათი შემოსავლების მინიმუმია და თუ მთავრობას (ვინც მათ საკუთარი ახლობლების ხელით მართავს) დასჭირდა, რომ პრესა, ან რომელიმე კონკრეტული გაზეთი, არ გაიყიდოს, ეს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განხორციელდება.

2010-2011 – საქართველოს მთავრობამ დაიწყო საქართველოს ფოსტის პრივატიზაციის პროცესი და საბოლოოდ ეს უკვე კერძო კომპანია სააკაშვილის მთავრობის ყოფილ ფინანსთა მინისტრს – კახა ბაინდურაშვილს ჩააბარა. არაა გამორიცხული, რომ სხვა მიზნებთან ერთად ეს ფოსტის მეშვეობით ჟურნალ-გაზეთების გავრცელების კონტროლის მიზნითაც გაეკეთებინოთ. კერძო კომპანიას ერთ დღეს შეუძლია რაღაც მოგონილი მიზეზით უარი თქვას პრესის გავრცელებაზე, ან – უფრო ტექნიკურად, დისტრიბუციის ისეთი ტარიფი დააწესოს,რომელიც ნებისმიერი გაზეთის ბინაზე მოტანა მის ფასს გააორმაგებს. სანამ გაზეთები ჯიხურებში იყიდება, და ეს ჯიხურები საკმარისად მრავლადაა, გამოწერის პრობლემა დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, მაგრამ… ამაზეც ფიქრობდნენ ბიჭები…

2011 წლის დასაწყისიდან, მას შემდეგ რაც ტელეკომპანია ”მაესტრომ” ლამის ერთწლიანი ბრძოლის შედეგად სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო, მთელი საქართველოს რეგიონების მასშტაბით დაიწყო ”მაესტროს” მიმართ საკაბელო ტელევიზიების დაუსაბუთებელი უარის კამპანია, რის შედეგად თელავის, რუსთავის, ახმეტის და ბევრ სხვა ქალაქებში ”მაესტროს” გავრცელება შეიზღუდა. ხოლო თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ თბილისში ბოჭკოვანი ქსელების და კაბელური ტელევიზიის ორივე დუოპოლისტი – ”სილკნეტი” და ”კავკაზუს ონლაიანი” – ”მაესტროს” (და ”კავკასიას”?) ჯიუტად არ რთავს თავის პროგრამების სიაში, აშკარაა, რომ როგორც კი მაღალსიჩქარული ინტერნეტის და ტელევიზიის ერთობლივ პაკეტზე დემპინგური ფასებით მოხიბლულ თბილისელთა უმრავლესობა ამ საკაბელო ტელევიზიებიდან ერთ-ერთს აირჩევს, მათ მოუწევთ ცხოვრება „მაესტროს“ გარეშე და „მაესტროს“ მიღების ერთადერთი წყარო სატელიტური თეფში გახდება, რაც არც მაღალი ხარისხით იქნება გარანტირებული, და თანაც – საეჭვოდ ჩატარებული ტენდერის შემდეგ – ტელეანძის საეჭვო მფლობელს არაა გამორიცხული, საჭირო მომენტში (მაგალითად – არჩევნების დღეს!) ტექნიკური პრობლემების ”ვირუსი შეეყაროს”.  

2011 წ. 26 მაისის ღამეს – ხელისუფლებამ არნახული სისასტიკით დაარბია უკვე არასანქცირებული, მაგრამ მშვიდობიანი მიტინგი რუსთაველზე. მიტინგის დარბევისას დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და პოლიციელი, რომელიც ნინო ბურჯანაძეს დაბრალდა, მაგრამ საქმე აღარ გამოუძიებიათ. მიტინგის დარბევის დროს ათობით ჟურნალისტის მიმართ პოლიციის და სპეცნაზის მხრიდან გამოყენებულ იქნა ფიზიკური და მორალური ძალადობის მეთოდები. ზოგიერთი უკანონოდ დააკავეს და უკვე განყოფილებაშიც სცემეს, ჩამოართვეს აპარატურა და გადაღებული მასალები. დღემდე ამ საქმის გამოძიება არ დასრულებულა.

2011 წელი ივნისიდან – საგადასახადო პოლიციამ დაიწყო უსასრულო (! დღემდე დაუსრულებელი! მხოლოდ – შეჩერებული!) )შემოწმება მედია ჰოლდინგ „პალიტრას“ 6 დამოუკიდებელ სტრუქტურაში. მართალია, დარღვევები ფაქტიურად ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ სურვილი ძალიან დიდი იყო, რომ „პალიტრა“ დაეხურათ და ფაქტიურად „პალიტრა“ გადარჩა მხოლოდ იმ არნახული სოლიდარობისა წყალობით, რაც საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა (და არა ურნალისტებმა!) და უცხოელმა დიპლომატებმა (განსაკუთრებით – აშშ საელჩომ) გამოიჩინეს. სამწუხაროდ, ყველა ბოლო ვადის დამთავრებამდე 4 დღით ადრე შეჩერებული შემოწმება შეიძლება ნებისმიერ მომენტში განახლდეს და ეს დამოკლეს მახვილი საგადასახადომ იმიტომ დატოვა პალიტრის თავზე, რომ მედია მორჩილი გახადოს! საბედნიეროდ, პალიტრა ვაჟკაცურად უმკლავდება ფსიქოლოგიურ ტერორს.

2011 წ. 7 ივლისიდან დაიწყო ე.წ. ჯაშუში ფოტოგრაფების საქმე. დაკავებულ იქნა ის 4 ფოტოგრაფი, რომელთა მიერ გავრცელდა სწორედ 26 მაისის მიტინგის სასტიკი დარბევის ფოტომასალა (და ერთ-ერთი მათგანის მეუღლეც, რომელიც მალე გაასამართლეს და 10,000 ლარის გირაოთი გამოუშვეს, ხოლო მისმა ქმარმა ნახევარ საათში ჯაშუშობის შესახებ აღიარებითი ჩვენება მისცა…). აშშ საელჩოს ჩარევით დაკავებიდან მალევე გაანთავისუფლეს ”Associated Press”-ის თანამშრომელი შაჰინ აივაზოვი, რაც ადასტურებს, რომ ეს თათრი ძაფით ნაკერი საქმე პოლიტიკური შეკვეთა იყო და მართლაც რომ ჯაშუშობა ყოფილიყო, ამერიკის საელჩო ვერ მოითხოვდა ”რუსი ჯაშუშის” განთავისუფლებას(!). საბოლოოდ ჟურნალისტებზე განხორციელებული არნახული ზეწოლის შედეგად საქმე საპროცესო გარიგებით დამთავრდა და „ჯაშუშები“ – საქმის დეტალების საიდუმლოდ შენახვის პირობით – გაანთავისუფლეს! ფაქტიურად ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ის ნებისმიერ იარლიყის მიკერებაზე წამსვლელია, თან ისე, რომ არც არაფერს დაამტკიცებს და დაადასტურებს (ერთადერთი ნივთმტკიცება იყო სიმბარათი, რომელიც ვითომ რუსეთის ფსბ თანამშრომელს ეკუთვნოდა და ბოლოს თბილისელი პენსიონიერის საკუთრება აღმოჩნდა)!

2010 წ აგვისტო – სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ საკუთარ ბიზნესმენებს საბოლოოდ ჩააგდებინეს ხელში ორივე ინტერნეტ პროვაიდერი – სილქნეტი და კავკაზუს ონლაინი. ამავდროულად, კავკაზუსის მფლობელობაში მყოფი ორივე ინტერნეტ რესურსი – ITV.ge და presa.ge ასევე ნაცმოძრაობის ერთგული პოლიციელ-ჟურნალისტ გურამ დონაძის პოლიციურ-ტელევიზიას რეალ-ტივის და ინტერნეტ რესურს droni.ge-ს დირექტორ გიორგი კაპანაძეს ჩაუვარდა ხელში.

2011 წლის ნოემბერი – თბილისის მერიამ წამოიწყო ტენდერი, რომ გაანადგუროს ის რამდენიმე ათეული პრესის ჯიხური, რომელიც გიგი უგულავას და ნაცმოძრაობის კონტროლის გარეთ რჩება. სატენდეროდ გამოცხადდა სწორედ ის ადგილები, სადაც ათეული წლებია „პლანეტა ფორტეს“, „ელვა-სერვისის“ და „მაცნეს“ პრესის ჯიხურები იყო განთავსებული. ელექტრონული ტენდერის ჩატარების მომენტში სერვერი გაითიშა და ზოგიერთმა მსურველმა მონაწილეობა ვერ მიიღო. ძველი ჯიხურები 2 დღეში ასაღებად გამოაცხადეს (მიუხედავად იმისა, რომ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას სრულიად სამართლიანად აქვს შეძენილი ეს ჯიხურები), ხოლო ახალი ჯიხურის მეპატრონეებს სრული თავისუფლება მიანიჭეს, რომ გაყიდონ იქ ნებისმიერი პროდუქტი (ხელისუფლების ერთ- ერთი პროპაგანდისტული მედიასაყვირის – ჟურნალ ”ტაბულას” მთ.რედაქტორის და შეთავსებით ქვეყნის უშიშროების მდივნის გიგა ბოკერიას თანამეცხედრის – თამარა ჩერგოლეიშვილის განცხადებით – ცოცხები დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალიან საჭირო პროდუქტია და არაა გამორიცხული, რომ ჯიხურებში შაურმა, ან ცოცხები გაიყიდოს, როგორც საკუთრების ახალი ბედნიერი მფლობელი გადაწყვეტს).

ყველა ზემოთხსენებული შეზღუდვების და პრესის გავრცელების თანდათანობით შევიწროების გამოყენების ფონზე ხელისუფლებამ მწყობრ ლეგიონად აქცია სახელისუფლებო პროპაგანდისტები (ურნალისტები), რომელთაც ერთადერთ ამოცანად საქართველოს მოსახლეობის დაბრმავება, დაყრუება და მოტყუება დაუსახა, და რომლებიც ამ ამოცანას მართლაც შესაშური ძაღლური ერთგულებით ასრულებენ. შეიქმნა პოლიციელებით დაკომპლექტებული ტელევიზია – რეალ-ტვ, რომელსაც ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ აშშ სახ.დეპარტამენტის ანაგარიშებში მრავალჯერ მოხვედრილი ექს-ჟურნალისტი და რეალურად ხელისუფლების სადამსჯელო მანქანის ერთ-ერთი უგვანო პირი – გურგენ დონაძე და მისი ხელქვეითი გიორგი კაპანაძე ხელმძღვანელობენ. ხელისუფლების პროპაგანდისტული მანქანის ამ კოჰორტას ავსებენ გიგი უგულავას ცოლისდის მიერ მართული ”პრაიმ-ტაიმი” და სახელისუფლებო დოტაციაზე მყოფი, ერთ დროს პოპულარული და ამჟამად აბსოლუტურად ურეიტინგო – ”24 საათი”. ეს სწორედ ის ბეჭდვითი მედია-საშუალებებია,რომლებიც მერიის მხრიდან პრესის თავისუფლებაზე ბოლო შეტევის დროსაც კი სოლიდარობას არ უცხადებენ სხვა ჟურნალისტებს, რადგან ისინი თავად არც არიან ჟურნალისტები, ისინი პროპაგანდის ნაცისტურ-ბოლშევიკური ტრადიციების გამგრძელებლები არიან და როგორც ტოქ-შოუ ”არგუმენტებში” ჟურნალისტ ელისო ჩაფიძესთან პრაიმ-ტაიმის წარმომადგენლის კამათიდან გამოჩნდა, მათ მერიის ეს ნაბიჯი თავიანთი მომავლის საფრთხედ, გაზეთების დისტრიბუციის და კონსტიტუციის 41-ე და 42-ე მუხლების დარღვევად არ მიაჩნიათ! და ეს არცაა გასაკვირი, ისინი ხომ ხელისუფლების დანამატები არიან და საფრთხეს კი არა, თავიანთ ”ბედნიერ მომავალს” სწორედ ნაცმოძრაობის უღრუბლო და მარადიულ ბატონობას უკავშირებენ. მათი რეალური შემოსავლები მათი პროსამთავრობო პოზიციის პროპორციულია.

დაბოლოს, 2011 წლის 30 ნოემბერს, დილის 07:15-ზე ტელეკომპანია ”მაესტროს” მმართველი კომპანიის დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი 10 დაუდგენელ პირთან ერთად შეიჭრა დამოუკიდებელი კომპანია ”მაესტროს” ტერიტორიაზე, არ მისცა ”მაესტროს” თანამშრომელ ჟურნალისტებს ტელეკომპანიის ტერიტორიაზე შესვლის უფლება, გამოაცხადა, რომ მმართველობიდან აძევებს კომპანიის დამფუძნებლებს და გენერალურ დირექტორს (რისი უფლებაც წესდებით არ ჰქონდა!), გამაგრდა შენობაში პოლიციის დახმარებით, რომელიც არ ამხელს, ვისი ბრძანებით მოქმედებენ და ფაქტიურად თავისი რეიდერული დაპყრობით ჩაშალა ”მაესტროს” გადაცემები. აღნიშნული ძალიან ჰგავს რუსეთის ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია ნტვ-ს რეიდერულ დაპყრობას. ხელისუფლება ისეთ პოზას იჭერს, რომ ეს თითქოს დამოუკიდებელი კომპანიის დამფუძნებლებსა და მმართველს შორის მიმდინარე ყოფითი გაუგებრობაა, თუმცა გასაგებია, რომ როდესაც 29 ნოემბერს ”მაესტროზე” გავიდა ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილის – ახალი ოპოზიციონერი კანდიდატის – მილიარდერი ბიზნესმენის და ფილანტროპის – ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ხელისუფლებამ მოთმინება დაკარგა და ეროსი კიწმარიშვილის ხელით თავისუფალი სიტყვის და აზრის გამოხატვის ერთერთი ბოლო კუნძულის მოსპობას შეეცადა. ხაზი უნდა გავუსვათ, თავის პირველივე გამოსვლებში ბატონი ივანიშვილი საკმაოდ უარყოფით აზრებს გამოთქვამდა ბ-ნი კიწმარიშვილის როლზე, რომელმაც დააფუძნა ოპოზიციური პარტია – ” ქართული პარტია”, რომლის მთავარი მოქმედების გეგმა პრეზიდენტ სააკაშვილის რეჟიმის ქუჩის აქციებით დასრულება იყო. გასაგებია, რომ კიწმარიშვილის და ხელისუფლების ინტერესები, სულ ცოტა, ერთმანეთს დაემთხვა. ხელისუფლება ისევ ცდილობს სხვის ზურგს ამოფარებულმა მოახერხოს დამოუკიდებელი მედია საშუალების დამუნჯება და საზოგადოების სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში გადაყვანა.

მივმართოთ ყველა უფლებისდამცველ ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა თავისუფლების დამცველ პროფესიულ ორგანიზაციებს, Human Rights Watch-ს, საქართველოში განთავსებულ დიპლომატიურ კორპუსს -მისცენ შეფასება მიხეილ სააკაშვილის და მის მიერ მართული მმართველი პარტიის და მთავრობის მთელ რიგ მწყობრ მოქმედებებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს მოსახლეობისათვის თავისუფალი ინფორმაციის შეზღუდვისაკენ, ჟურნალისტთა საქმიანობის დაბლოკვისაკენ, ცენზურისა და თვითცენზურის დამკვიდრებისაკენ, მედია საშუალებების