ბათუმში

ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერს საპროტესტო აქციით დახვდებიან

ბათუმში დაგეგმილ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო პრაიმერს საპროტესტო აქციით დახვდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა მერაბ გორგაძემ განუცხადა, ბათუმელები ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან, რის შემდეგაც საპროტესტო აქციით "შერატონთან" გადაინაცვლებენ, სადაც პრაიმერი უნდა გაიმართოს. მისი განმარტებით, პროტესტს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური წარსული იწვევს.

"გუშინ, სოციალური ქსელით დავგეგმეთ აქცია. მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ დააფიქსირონ მოქალაქეობრივი ვალი. ჩვენი ღირსების შელახვის საშუალება აღარ უნდა მივცეთ "ნაცხროვას", რომელიც ე.წ. პრაიმერის ჩატარებას აპირებს. ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პოლიტიკური მომავალი აღარ აქვს", - აღნიშნა მერაბ გორგაძემ.

დღეს, ბათუმში, სასტურმო "შერატონში" "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო რიგით მეხუთე პრაიმერი გაიმართება.