ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გუშინდელი ინციდენტისას დაკავებულ 12 პირს 100-100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ყველა დაკავებული გათავისუფლებულია. მათ ბრალი 166-ე მუხლით დაედოთ, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს.
გუშინ, ზუგდიდში, დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის მორიგი ტურის დაწყების წინ, პარტიის მოწინააღმდეგეებმა საპრეზიდენტო კანდიდატებს ბოთლები და ქვები დაუშინეს. შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტის დროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 12 ადამიანი დააკავეს.