ხულო-ბეშუმის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ხულო-ბეშუმის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ხულო-ბეშუმის საგზაო მონაკვეთზე მომხდარ ავტოავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები არიან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი თავართქილაძის მცირეწლოვანი შვილი, დედა და სიძე.

არსებული ინფორმაციით, "ჯიპის" ტიპის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტომობილში მყოფი კიდევ ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ორი ბავშვისა და ქალის მდგომარეობა სტაბილურია.