პარტიები საერთაშორისო ორგანიზაციებთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ჩაშლილ მოლაპარაკებას განიხილავენ

პარტიები საერთაშორისო ორგანიზაციებთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ჩაშლილ მოლაპარაკებას განიხილავენ

სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში", ხვალ, 12 არასაპარლამენტო პოლიტიკური ორგანიზაცია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ახალი მემარჯვენეებიდან" აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ჩაშლილი მოლაპარაკების საკითხი.

ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის აზრთა სხვადასხვაობა საარჩევნო და პარტიათა დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებულმა მემორანდუმმა გამოიწვია. როგორც "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, მემორანდუმის თაობაზე არავინ არაფერი იცოდა და ასეთი დოკუმენტის შესახებ ინტერფრაქციულ ჯგუფში გამართული ბოლო შეხვედრისას გახდა ცნობილი. მისივე ინფორმაციით, მემორანდუმი IFES-ის ოფისში პარტიებისთვის ხელმოსაწერად სულ რამდენიმე საათის განმავლობაში იდო.