ხვალ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია გაიმართება

ხვალ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია გაიმართება

21 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლეთა მე-11, რიგგარეშე კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გახსნის. როგორც "ინტერპრესნიუსს" უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, კონფერენციაზე "საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის შესახებ" პროექტს დაამტკიცებენ. ასევე მოხდება ადმინისტრაციული კომიტეტის წევრების არჩევა.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია უფლებამოსილია საკითხები განიხილოს მაშინ, თუ მას საერთო სასამართლოს მოსამართლეთა ნახევარზე მეტი ესწრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა მე-11, რიგგარეშე კონფერენცია 13:30 საათზე დაიწყება.