მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ემიჯნება ზუგდიდში მომხად ინციდენტს და კატეგორიულად გმობს ყოველგვარ ძალადობას.
ჩვენს პოლიტიკურ ძალას არანაირი კავშირი არ აქვს აღნიშნულ ფაქტთან და მიაჩნია რომ წინსაარჩევნო პროცესი სამართლიან , თანასწორ და თავისუფალ გარემოში უნდა მიმდინარეობდეს.
ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ინციდენტის შეფასებისას დღეს გაკეთებული განცხადებები საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მცდელობაა.
დარწმუნებულნი ვართ, რომ სამართალდარღვევის ყველა ფაქტი, იქნება ის აქციის მონაწილეების მხრიდან, თუ ნაციონალური მოძრაობის წევრების შესაძლო პროვოკაცია დროულად გამოვლინდება და გამოძიება კანონის სრული დაცვით წარიმართება.